ენერგეტიკის მინისტრი ადასტურებს, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ადასტურებს, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს და ყაზახები ქართული ბაზრიდან გავიდნენ.
როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკება და ის თავს შეიკავებს ზედმეტი კომენტარისგან.
რაც შეეხება იმას, უკავშირდება თუ არა ეს ყაზახების პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიაში სემეკ-ის მიერ დანიშნული იყო დროებითი მმართველი, ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირში არ არის დროებით მმართველთან და ამაზე მიდიოდა მოლაპარაკებები.
„გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირში არ არის დროებით მმართველთან და ამაზე მიდიოდა მოლაპარაკებები“, -აღნიშნა ელოშვილმა.
რაც შეეხება იმ დავალიანებას, რომელიც „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გააჩნია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი, პროცენტების დიდი რაოდენობა, ბიუჯეტის მიმართ გადახდილია დროებითი მმართველის პირობებში. თუმცა, დარჩენილია დავალიანება – ძირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები