ადვოკატი: ლელუაშვილი ადასტურებს, რომ 26 მაისის აქციის დარბევისას იქ იყო, მაგრამ ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია

ვასილ ლელუაშვილი ადასტურებს, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისას იქ იყო, მაგრამ ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ ჟურნალისტებს 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულის,  ვასილ ლელუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.
ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნული ღონისძიებისთვის არანაირი პრემია არ აუღია და არც ერთი მისი თანამშრომელი მიტინგზე არ ყოფილა.
ჭაბაშვილისვე ინფორმაციით, ვასილ ლელუაშვილს ბრალი უკვე წარედგინა.
„ლელუაშვილი ადასტურებს, რომ ფიზიკურად იქ იყო, მაგრამ იმ ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობა მას არ მიუღია. არანაირი ბრძანება არ გაუცია და უფრო მეტიც, მის საკურატორო სფეროში სამმართველოები რაც იყო, იქიდან არც ერთი თანამშრომელი მიტინგზე არ ყოფილა. გამოდის, რომ ლელუაშვილის იქ ყოფნით და დასწრებით პროკურატურას გამოაქვს ბრალი, რომ ჩაიდინა დანაშაული. ამ ღონისძიებაზე მე არანაირი პრემია არ ამიღიაო, მაგრამ რომც ჰქონდეს პრემია, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცა უკანონოდ დააკავა და ამის გამო მიიღო პრემია“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები