სააკაშვილი “დაბრუნების შემდეგ” სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას ჰპირდება (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ არც ერთი სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს, დაფინანსების გარეშე არ დარჩება.
ეს განცხადება სააკაშვილმა ოპონენტების მხრიდან ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა, რომ მისი თანაპარტიელების და მთავრობის წევრების სწავლა საზღვარგარეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
„ჩვენს მომავალ მთავრობაში, რომელიც მუშაობას დაიწყებს 9 ოქტომბერს, არც ერთი სტუდენტი დაფინანსების გარეშე არ დარჩება. ყველას ექნება სწავლის საშუალება და არც ერთ მათგანს თანხის უქონლობის გამო სტუდენტის სტატუსი არ შეუჩერდება“, – წერს სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე.
ექსპრეზიდენტი იმის პირობასაც დებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ყველა სტუდენტი ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ისწავლის, განხორციელებასაც ის ვაუჩერების საშუალებით გეგმავს, რომელიც სტატუსით აღმოსავლეთ ევროპის ვაუჩერს მიუახლოვდება და საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის პერიოდში სახელმწიფო საზღვარგარეთ არა მარტო ჩინოვნიკების, არამედ ყველა წარმატებული სტუდენტის სწავლას აფინანსებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები