“ვფიქრობ, ბატონი თეიმურაზი სასურველი კანდიდატურაა, რომელმაც ძალიან კარგად, ბრწყინვალედ იცის შიდა სამზარეულო”

თეიმურაზ ტუღუში რამდენიმე წელია, საკონსტიტუციო სასამართლოში, სხვადასხვა პოზიციებზე, ძალიან საპასუხისმგებლო მისიას ახორციელებს. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ პლენუმის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
გვენეტაძე ტუღუშს პროფესიონალად ახასიათებს და თვლის, რომ მისი მუშაობა ეფექტური იქნება.
„ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის თეიმურაზ ტუღუშის მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელება მეტად ეფექტური იქნება. გავეცანით მის ბიოგრაფიას, ბუნებრივია, იყო შეკითხვები და კენჭისყრის შედეგად, საბოლოოდ მიღებულია პოზიტიური გადაწყვეტილება.
უზენაესი სასამართლოს პლენუმი აცნობიერებს იმ მაღალ პასუხისმგებლობას მოსახლეობისადმი, სასამართლოს ნდობისადმი და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. შეხვედრებით, კონსულტაციებით, გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლით, ბატონი თეიმურაზის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
გვენეტაძის განცხადებით, პლენუმზე ძირითადი კითხვები ტუღუშის ბიოგრაფიას უკავშირდებოდა.“

ვფიქრობ, ბატონი თეიმურაზი სასურველი კანდიდატურაა, რომელმაც ძალიან კარგად, ბრწყინვალედ იცის შიდა სამზარეულო, ის ყველა სამართალწარმოების პროცესში ჩახედული და დაკვალიანებულია და ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ასეთი წევრის მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელება მეტად ეფექტური იქნება, რაც სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
უზენაესი სასამართლოს პლენუმმა თეიმურაზ ტუღუში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დღეს დანიშნა, რასაც მხარი პლენუმის ყველა წევრმა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები