უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა

უზენაეს სასამართლოში სასამართლოს პლენუმის სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა.

პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა. პლენუმის წევრები გაეცნენ წარდგენილ კანდიდატს, მიიღეს მისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დანიშნა თეიმურაზ ტუღუში. გადაწყვეტილება პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა მიერ ერთხმად იქნა მიღებული“,- აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები