გოგი თოფაძე არასამთავრობოებს აკრიტიკებს – მომავალს უწამლავენ ჩვენს მომავალ თაობას

“თოფაძე მრეწველები – ჩვენი სამშობლოს” ლიდერს, გოგი თოფაძეს არჩევნებში ბარიერის გადალახვის იმედი აქვს და აცხადებს, რომ “მრეწველებს“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არასდროს ჰქონიათ.
„კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თოფაძე მინისტრობის კანდიდატების წინასწარ წარდგენასთან დაკავშირებით, არასამთავრობოების მოწოდებასაც გამოეხმაურა.
„არასამთავრობოებმა თავის პატრონს მოკითხონ, რადგან ისინი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და მომავალს უწამლავენ ჩვენს მომავალ თაობას“, – განაცხადა თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები