„ხვალ წმინდა მარინეობაა. სრულიად საქართველოს შეეწიოს ყვავილის წმინდა მარინეს სალოცავი“…

ჟურნალისტი და ფილოლოგი მიხეილ ჭონქაძე სოციალურ ქსელში თავისი სოფლის – დუშეთის რაიონის სოფელ ყვავილის ეკლესიის ნანგრევზე წერს.

„ხვალ მისი დღესასწაულიცაა…
……….
ჩემი სოფლის – ყვავილის სასაფლაოზე, სიმშვიდესა და სიმწვანეში, შემორჩენილია ნაშთი ეკლესიისა, რომელიც რამდენიმე საუკუნეს ითვლის.
ტაძარი წმ. მარინეს სახელობისაა.
ამ ადგილს ,,საყდრის ქედს” ეძახდნენ ჩვენი წინაპრები…
აქ სხვადასხვა დროს წირავდნენ:
მღვდლები – გიორგი და მიტროფანე ჭონქაძეები;
მღვდელი გიორგი დაფქვიაშვილი,
მღვდელი იოანე კეზელი;
დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი
და მღვდელი გიორგი ჭელიძე (1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი).
ამ ტაძარს თავის ერთ-ერთ წერილში ახსენებს ცნობილი სამთავნელი და წილკნელი ეპისკოპოსი გერვასი (მაჭავარიანი).
მის სიახლოვეს დაკრძალული არიან მწერალ დ. ჭონქაძის დედა – მელანია და რძალი – მარიამი.
ტაძრის საკურთხევლის მხატვრობიდან მხოლოდ ფერთა ფრაგმენტებია შემორჩენილი.
უცნობია აგების ზუსტი თარიღი.

* * *
ხვალ წმინდა მარინეობაა.
სრულიად საქართველოს შეეწიოს ყვავილის წმინდა მარინეს სალოცავი“, – წერს მიხეილ ჭონქაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები