“ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატურის დასახელება იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ” – პაპუაშვილი

“ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატურის დასახელება იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა

„მათი შანსი ნულის ქვემოთაა და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება თვითმმართველობის არჩევნებზე. ერთი ხმრივ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიციის ფრთა, რომელიც დემოკრატიას ემიჯნება და მეორე ფრთა – ორი პარტია არ მონაწილეობს და ორი მონაწილეობს. ამ არჩევნებზეც კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება არავინ სახელისუფლებო რაიმე მანდატით, რომლის ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა, ომში შეთრევა, ნგრევა და ზოგადად, საკუთარი ხალხის დაზიანება. ასეთ ადამიანებს მანდატს როგორ მისცემენ?!“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, „ლელო“ და გახარიას პარტია თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები