გიორგი ვოლსკი: აშშ-ს ადმინისტრაცია ახალი პოლიტიკით აგრძელებს რუსეთთან, ჩინეთთან, ევროკავშირთან ურთიერთობას და ახლა ევრობიუროკრატიას უნდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის თემა შენარჩუნდეს

,,ჩვენ ვიმსახურებთ ისეთ ევროპას, რომელში გაერთიანებასაც ჩვენი კონსტიტუცია გვავალებს და არა იმ ევროპას, რომელიც გეუბნება, რომ იცით რა, ვერანაირად ვერ გახდები, ევროპას ვერ დაუახლოვდები თუკი არ დააწესებ სანქციებს რუსეთის მიმართ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ლიეტუვას მიერ სანქცირებულ პირთა ნუსხაზე საუბრისას ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს ადმინისტრაცია ახალი პოლიტიკით აგრძელებს რუსეთთან, ჩინეთთან, ევროკავშირთან ურთიერთობას და ახლა ევრობიუროკრატიას უნდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის თემა შენარჩუნდეს.

„თვითონ ჰერჩინსკიმაც კი აღიარა, რომ ყველა სახელმწიფო ამას არ უჭერს მხარს, რომ მათივე ინტერესებში არ შედის. იმიტომ, რომ „შუა დერეფნის“ კონტროლი როგორც ამას კუბილიუსი მოუწოდებს ან მისი თანამოაზრეები ევროსტრუქტურებს, ასე ვერ განხორციელდება. ოპოზიცია უნდათ, რომ გამარჯვებული გამოვიდეს, უნდათ, რომ რაღაც შეჯახება მოხდეს, სისხლის ღვრა მოხდეს. ამას ხომ მე არ ვიგონებ, პირდაპირ ჩამოდიან, განცხადებებს აკეთებენ – ხელისუფლება რევოლუციის გზით შეიცვალოს. ინტერესია აქ სხვა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ინტერესს არ მალავენ, რომ რუსეთის აგრესია არის მოსალოდნელი. ლაპარაკობენ გზების განვითარებაზე, იარაღის ოპერატიულად მოძრაობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. მე პარალელებს არ ვავლებ ახლა იმასთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება აქვს უკრაინასთან, რომელზეც საკმაოდ სერიოზული შეტევა მიიტანეს ახლა, მათ შორის ევროსტრუქტურებიდან. ევროპარლამენტში კი მიიღეს ჩვენი საწინააღმდეგო რეზოლუცია მაგრამ ჩვენ მარტო არა ვართ. იქ ძალიან დიდმა რაოდენობა დელეგატების არ დაუჭირეს მხარი არ რეზოლუციას ჩვენი დასანქცირების თაობაზე. მაგრამ ეს იქიდან კი არ გამოდის, რომ აი, ყველა ასე ობიექტურად აფასებს, ზოგი უარყოფითად აფასებს და ობიექტური მსჯელობა იმართება ამ საკითხზე და დასკვნებს აკეთებენ. ინტერესებიდან გამომდინარე გამოდის და რა საკვირველია აღქმების დათესვა აი, ამ ინტერესების რეალიზაციის ერთ-ერთი მექანიზმია. ჩვენ ვიმსახურებთ ისეთ ევროპას, რომელში გაერთიანებასაც ჩვენი კონსტიტუცია გვავალებს და არა იმ ევროპას, რომელიც გეუბნება, რომ იცით რა, ვერანაირად ვერ გახდები, ევროპას ვერ დაუახლოვდები თუკი არ დააწესებ სანქციებს რუსეთის მიმართ. თუ კი შენი სავიზო პოლიტიკა არ იქნება იმაზე ორიენტირებული, რომ სხვა ქვეყნების მოქალაქეები ვერ მოხვდნენ ევროკავშირში, ვისაც არ გააჩნია თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი. მაგალითად, აზერბაიჯანს ჩვენ უნდა დაუწესოთ თურმე სავიზო რეჟიმი ან სომხეთს, ვინაიდან მათ თავისუფალი სავიზო რეჟიმი არა აქვთ ევროპასთან. და მთელი რიგი საკითხები, თუნდაც ლგბტ პროპაგანდა, ჩვენ ვეუბნებით, რომ ვიცავთ, კანონები გვაქვს ამასთან დაკავშირებით მაგრამ პროპაგანდა არ გვინდა ვინაიდან ეს ჩვენს ინტერესებს ემუქრება. ეს პროპაგანდის თემა ნუ გაქვს გამოყენებული ჩვენ წინააღმდეგ როგორც მექანიზმი. აქედან გამომდინარე ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ ცუდია ლიტვის პოლიტიკა მაგრამ გაცილებით უფრო მეტად ცუდია, რომ ეს ე.წ. სანქციები დაწესდა იმ ინტერესიდან გამომდინარე, რაზედაც ახლა ვილაპარაკეთ. რუსეთის ფედერაციის აგრესია ევროპისაკენ მიმართული უნდა იყოს დივერსიფიცირებული და მისი დიდი ნაწილი უნდა გადმონაწილდეს სამხრეთ კავკასიაზე. მარტო საქართველოზე არ არის აქ ლაპარაკი, იქ არის ზანგეზურის დერეფანი, იქ არის თურქეთის, ირანის ინტერესი, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაახლოება – არ დაახლოების საკითხი, თურქეთის დაპირისპირება დასავლეთის მონაწილეობასთან აი, ამ პროექტებში, რომელიც ზანგეზურს ეხება. უშველებელი სპექტრია საკითხების და გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნება თუკი აი, ეს მიმართულება, რასაც ჰქვია ევროპული მიმართულება აგრესიისა რუსეთის მხრიდან გადანაცვლებული იქნება სამხრეთ კავკასიაში. ყველაზე აქტუალური დღეს არის ომის თემა. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ახალი პოლიტიკით აგრძელებს რუსეთთან ურთიერთობას, ჩინეთთან ურთიერთობას, ევროკავშირთან ურთიერთობას და უნდათ ახლა ევროპელებს, გარკვეულ რაოდენობას ყველაზე ვერ ვიტყვი, განსაკუთრებით ევრობიუროკრატიას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ომში ჩართვის თემა იყოს შენარჩუნებული აქტუალურთა შორის. აი, ეს არის რეალობა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები