“ჩატარდა უამრავი საპოლიციო ღონისძიება, დააკავეს ასეულობით პირი, რომელიც ჩართული იყო ნარკოდანაშაულსა და ნარკორეალიზაციის პროცესში” – გეკა გელაძე
“ჩატარდა უამრავი საპოლიციო ღონისძიება, დააკავეს ასეულობით პირი, რომელიც ჩართული იყო ნარკოდანაშაულსა და ნარკორეალიზაციის პროცესში”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განუცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს, ისინი დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში ებრძვიან ნარკომანიას, ზრუნავენ ჩვენი მომავალი თაობის სწორ განვითარებაზე და უქმნიან მათ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოს.
საპოლიციო ღონისძიებებთან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს პრევენციული ხასიათის მექანიზმებს და ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ კომპლექსურად მუშაობას სხვადასხვა უწყებებთან, როგორიც არის განათლების სამინისტრო, სპორტის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით ჩვენს გეგმებს საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ“, – აღნიშნა გეკა გელაძემ.