საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, შესაძლოა, მომავალ კვირას ისრაელს ეწვიონ
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მომავალ კვირას ისრაელში თავიანთი საგარეო საქმეთა მინისტრების გაგზავნას განიხილავენ, რაც ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო საერთაშორისო ზეწოლის ზრდას უკავშირდება.
„სავარაუდოდ, ჩვენ ვთხოვთ საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და გერმანიის სამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ერთად გაემგზავრონ ისრაელში მომავალ ხუთშაბათს, რათა წარმოადგინონ სამივე მთავრობის პოზიცია“, – განაცხადა მერცმა.
მისივე თქმით, გერმანიის ორი თვითმფრინავი იორდანიისკენ მიემართება და შესაძლოა, ოთხშაბათს ღაზაში დახმარების მისიებით გაფრინდეს.
მერცის განცხადებით, ორი A400M თვითმფრინავი იორდანიაში საწვავით შეივსება და შემდეგ, საფრანგეთთან და გერმანიასთან კოორდინაციით, დახმარების მისიას არაუგვიანეს შაბათ-კვირის განმავლობაში განახორციელებს.
„შესაძლოა, ეს სამუშაო ჰუმანიტარულ დახმარებაში მხოლოდ მცირე წვლილს შეიტანს, მაგრამ ის მნიშვნელოვან სიგნალს აგზავნის: ჩვენ აქ ვართ, ჩვენ რეგიონში ვართ“, – ამბობს კანცლერი.