გასულ თვეში პარტიებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 6 431 889 ლარის ოდენობის ხარჯი გასწიეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10-30 აგვისტოს პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 6 431 889 ლარის ოდენობის ხარჯი გასწიეს.
ხარჯების დიდი ნაწილი რეკლამაზე გაწეულ დანახარჯს წარმოადგენს.
ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნული თანხიდან 2 789 274 ლარი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 903 241 ლარი დახარჯა.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკური ძალების ხარჯებს აღნიშნულ პერიოდში, შემდეგნაირად გადანაწილდა: „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 644 203 ლარი; „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 628 484 ლარი; „პატრიოტთა ალიანსი“ – 370 330 ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ – 248 388 ლარი; „რესპუბლიკური პარტია“ – 199 417 ლარი; „ეროვნული ფორუმი“ – 177 727 ლარი; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 168 997 ლარი; „ლეიბორისტული პარტია“ – 78 823 ლარი; ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 65 390 ლარი; სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ – 42 903 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები