საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზა ერთმანეთთან საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას აკავშირებს. ამ გზით ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა და სატრანზიტო გადაზიდვები. ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ.61-კმ.62) რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს: გზის სფუძვლის მოწყობას, ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებას, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ბეტონის პარაპეტების, ავტობუსის გასჩერებელი მოედნის, ტროტუარების, გაბიონების, ხელოვნური ნაგებობების, საორიენტაციო ბოძკინტებისა და ლითონის ზღუდარების მოწყობას. ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ამ ეტაპზე, ბორდიურების, ტროტუარების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 მილიონ 376.748 ათასი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები