უზენაესი სასამართლო დღეს ერთ ვაკანსიაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს წარადგენს

დღეს უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს აირჩევს. კანდიდატების განხილვა სასამართლოს პლენუმის მიერ 12 საათისთვის არის დაგეგმილი.
პლენუმის სხდომაზე მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევაა გათვალისწინებული.
4 მოსამართლეს 10-წლიანი ვადა სექტემბრის ბოლოს ეწურება. გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას უფლებამოსილება 1 ოქტომბრიდან უკვე შეჩერებული ექნებათ.
მოსამართლეების ვაკანსიაზე ერთი უზენაესი სასამართლოს პლენუმმა უნდა დანიშნოს, ერთი – პარლამენტმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.
საქართველოს პრეზიდენტმა მისი კვოტით განსაზღვრულ ადგილებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უკვე დანიშნა.
სხდომა მედიისთვის დახურული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები