თბილისის მერი უარყოფს, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეული გაიზრდება

„როგორც ჩანს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან გვაქვს საქმე, ისევე, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ეკოლოგიის სამსახურის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ 91-ით გაიზრდება.
როგორც ნარმანია განმარტავს, დოკუმენტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, საიდან აქვს ელისაშვილს მსგავსი ინფორმაცია.
რაც შეეხება ყაზბეგის გამზირზე 17 აგვისტოს ხეების მოჭრას, ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც უნდა თქვას, რეალურად რასთან გვქონდა საქმე. მისივე თქმით, ხეების ჭრასთან დაკავშირებული მორატორიუმი გრძელდება.
”მორატორიუმი გაგრძელდება, ვიდრე ახალი რეგულაციები არ გვექნება და შესაბამისად, არ იმუშავებს კომისია, რომელიც ცალკეულ შემთხვევებზე მიიღებს გადაწყვეტილებას”, -აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები