პაატა ბურჭულაძე: თბილისში, სადაც მე გავიზარდე, სასამართლოში არ მიდიან

ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მე თბილისში ვარ გაზრდილი და პასუხის მოთხოვნა ცოტა სხვანაირად ვიცი, – ამის შესახებ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძე „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სტუმრად მყოფ პაატა ბურჭულაძეს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა ის თავს ივანიშვილისგან შეურაცხყოფილად და მიმართავს თუ არა იგი სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის.
„ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვარ თბილისში გაზრდილი და ცოტა სხვანაირად ვიცი პასუხის მოთხოვნა. სასამართლოში ჩვენი ჩივილი ამის თაობაზე, ჩემი აზრით, არ იქნება თბილისურად ლამაზი. თბილისში, სადაც მე გავიზარდე, სასამართლოში არ მიდიან. მე მივყვები იმ ხაზს, რომ თუ არ მოიხდის ბოდიშს, ის დამნაშავეა. ღმერთმა შეუნდოს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები