“ქართული ოცნება” ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდება

“ქართული ოცნება” ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.
“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” აერთიანებს 33 არასამთავრობო ორგანიზაციას და საქართველოში  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ემსახურება .
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლები პლატფორმის წარმომადგენლებს  საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილს გააცნობენ, რომელიც ნარკოპოლიტიკას უკავშირდება, ასევე მოისმენენ პლატფორმის წარმომადგენლების მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
“ქართული ოცნება” მომავალშიც გეგმავს თანამშრომლობას ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან ნარკოპოლიტიკის რეფორმირების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები