მარგველაშვილი სააკაშვილზე: როცა მეგობარი ქვეყნის თანამდებობის პირი ასეთი აგრესიული რიტორიკით არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში, ეს არ არის პოზიტიური

როცა ჩვენი სტრატეგიული, მეგობარი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი აგრესიული რიტორიკით არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში, ეს არ არის პოზიტიური, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ”ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
”მე ვფიქრობ, რომ უკრაინულ-ქართული ურთიერთობებისთვისაც ეს პრობლემურია. რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი სტრატეგიული, მეგობარი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი და იმიტომ, რომ არსებობს სამართალდამცავების მიერ დასმული კითხვები, რომლებსაც მან არ უპასუხა. ეს თავისთავად დაძაბულობის შემომტანია. ამ დაძაბულობის შემოტანა არ არის საჭირო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები