ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლებულია

ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული, ბერშუეთის მკვიდრი არასრულწლოვანი, ჯონი გოგიჩაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბერშუეთის განაპირას სოფელ სობისის მცხოვრები არასრულწლოვანი, 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის 16 სექტემბერს სოფელ სობისიდან ბერშუეთში სკოლაში წავიდა. დაკავებულის დის, ნათია გოგიჩაშვილის განცხადებით, ჯონი გოგიჩაშვილი სკოლიდან შინ აღარ დაბრუნდა. მან მობილური ტელეფონით დაკავშირება სცადა, თუმცა ძმის ტელეფონზე რუსული ჯარის წარმომადგენლებმა უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები