ცესკოს თავმჯდომარემ ხანდაზმულ მოქალაქეს ამომრჩევლის მონაცემების ბარათი გადასცა

ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ  სოფელ ბაზალეთში მცხოვრები ხანდაზმული ამომრჩეველი ოლა პაპიაშვილი მოინახულა. თამარ ჟვანიამ 111 წლის ოლა პაპიაშვილს ამომრჩევლის მონაცემების ბარათი პირადად გადასცა.  დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 100 წლის ზემოთ ასაკის 431 ამომრჩეველი ფიქსირდება.

ცესკოს ცნობით, ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება საარჩევნო ადმინისტრაციამ 8 სექტემბრიდან დაიწყო, რომლის საშუალებითაც ამომრჩეველს შეუძლია გადაამოწმოს საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ 18 სექტემბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. საარჩევნო ბარათების დარიგება კი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. ბარათის საშუალებით ამომრჩეველი მიიღებს შესაბამის ინფორმაციას, მათ შორის იმის შესახებაც, თუ რომელ საარჩევნო უბანზე უნდა მივიდეს 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები