პაატა ბურჭულაძე ტარიელ ონიანის შვილზე: მე ვამაყობ ჩემი მონათლულით

მე ვამაყობ ჩემი მონათლულით, უშბა არის ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსისტი, რომელიც დღეს ლონდონში მოღვაწეობს, – ამის შესახებ მოძრაობა “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ტარიელ ონიანის შვილზე საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მან ”PalitraNews”-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა” ისაუბრა.
”ტარიელ ონიანი მე პარიზში გავიცანი. მან მთხოვა, მომენათლა მისი შვილი უშბა. ეს 20 წლის წინ იყო, როდესაც მე პარიზში გასტროლებზე ვიყავი. რა თქმა უნდა, მე სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ნათლობა ქრისტიანი ადამიანისათვის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. მე ვამაყობ ჩემი მონათლულით. უშბა არის ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსისტი, რომელიც არის დღეს ლონდონში. 400-კაციან კონკურსში გაიმარჯვა სამმა, ერთ-ერთი არის ჩემი უშბა, ჩემი ნათლული, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსისტია ლონდონის ძალიან დიდ ბანკში”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, დიდი ხანია რაც ტარიელ ონიანთან ურთიერთობა არ ჰქონია, რადგან ის საქართველოში არ ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები