გამარჯვებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში რამდენიმე პირს შორის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე – ცემის მუხლით აღიძრა.
„შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადება მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში რამდენიმე პირს შორის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოხდა ინციდენტი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სსკ-ს 125-ე (ცემა) მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირთა გამოკითხვა.“,- აცხადებენ შსს-ში. გარკვეული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ გამარჯვებაში ადგილი ჰქონდა დაჭრის ფაქტს, უწყებაში განმარტავენ,რომ ინციდენტის დროს ცივი იარაღი არ ფიგურირებდა. შესაბამისად, კონფლიქტის მონაწილე არც ერთი პირი დაჭრილი არ არის. შსს მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ფართო საზოგადოებაში გავრცელებამდე, ინფორმაცია შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ, რათა არ მოხდეს დეზინფორმაციის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები