ცესკოს სწავლების ცენტრის ვებ-გვერდის და ახალი სერვისების პრეზენტაცია გაიმართა

ცესკოს სწავლების ცენტრმა დღეს ახალი ვებ-გვერდისა და სერვისების პრეზენტაცია გამართა. საიტი როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური და ვიზუალური თვალსაზრისით განახლდა.
ცესკოს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, მაქსიმალურად გამარტივებულია და მორგებულიაპორტატულ ტექნოლოგიებზე: მობილურ ტელეფონებსა და ე.წ. პლანშეტებზე. გამარტივებულია საძიებო სისტემაც. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით სწავლების ცენტრს დაგეგმილი აქვს ვებ-გვერდის ადაპტირება უსინათლო ამომრჩევლებისთვის. საიტი ვებ-სტუდია „არტმედიამ“ დაამზადა.

შეხვედრას, საარჩევნო ადმინისტრაციის და სწავლების ცენტრის წამომადგენლებთან ერთად სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადეგნლები ესწრებოდნენ.

დღესვე, სწავლების ცენტრის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ განხორციელებულ პროექტებთან დაკაშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა.  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პროექტები, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სწავლების ცენტრმა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელა, რომელიც შემდეგ მოდულებზე მოიცავდა სწავლებას: საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა, კენჭისყრის დღის პროცედურები. აღნიშულ პროგრამაში 23 პოლიტიკური პარტიის 1431-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

„პროექტების განხორციელებას წინ უძღოდა კვლევა და სწორედ ის თემები იყო განხილული, რომლებიც თავად პოლიტიკურ პარტიებს აინტერესებდათ. მინდა აღვნიშნო, რომ პირველად საგრანატო პროექტებში ცესკოს სწვალების ცენტრი მონაწილეობდა როგორც კონტრიბუტორი და ის ატარებდა მნიშვნელოვან თემებზე ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. განხორციელდა ძალიან საინტერესო პროექტები, არის ძალიან საინტერესო მიგნებები და ვფიქრობ აღნიშული პროექტი, რომელიც მიეძღვნა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების ზრდას ეფექტური იქნება მათთვის“, –  განაცხადა გიორგი შარაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები