ლევან დავითაშვილი რეგიონულ ბიზნესფორუმს დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რეგიონულ ბიზნესფორუმში „ღია დიალოგი ბიზნესთან“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
ფორუმზე რეგიონული ბიზნესექტორის ძირითადი პრობლემატიკის, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის, ლაბორატორიული კვლევების, სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების საკითხები განიხილეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სერთიფიცირების, სურსათის უვნებლობის, კოოპერაციის, დარგობრივი, მათ შორის, მეთაფლეობის, მეთხილეობის, აკვაკულტურის მიმართულებებით არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები გააცნო.
ფორუმს მინისტრთა კაბინეტის წევრები, 200-მდე მეწარმე და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები