პესკოვი აცხადებს, რომ ობამა – პუტინის შეხვედრა „კარგად ჩატარდა“

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაგეგმილზე უფრო დიდხანს გაგრძელდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„საუბარი, ძირითადად, სირიასა და უკრაინას ეხებოდა.  დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები ერთი-ერთზე კიდევ  შეხვდნენ “, – განაცხადა პესკოვმა.
ობამასა და პუტინის მოლაპარაკება საათნახევარს გაგრძელდა. მასში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მონაწილეობდნენ.
პუტინისა და ობამას შეხვედრა ჩინეთის ქალაქ ჰანჩჟოუში გაიმართა, სადაც „დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები