ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკრაინაში ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობს!

ინტერვიუ უკრაინული საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან, ელენა პოლიშუკთან

– თქვენ იმ ფონდის ხელმძღვანელი ბრძანდებით, რომელიც ერთადერთია, ვინც უკრაინაში უსახლკაროებს სისტემატურად ეხმარება. შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ არიან ზოგადად უსახლკარო ადამიანები?
– სამწუხაროდ, უსახლკაროების თემა სტერეოტიპებით არის გაჟღენთილი. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უსახლკარო ადამიანები წვერებიანი მოხუცები არიან, რომლებსაც ცუდი სუნი ასდით და რომლებიც გამუდმებით სვავენ. ჩვენ ჩავატარეთ კვლევები და სულ სხვა სურათი დავინახეთ. უსახლკაროების უმრავლესობა არიან 30–40 წლის ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ განათლება, მაგრამ ჰყავდათ ოჯახები, ჰქონდათ სამსახურები… მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი უბედურებისგან არავინაა დაზღვეული.
მხოლოდ კიევში, არაოფიციალური მონაცემებით, ქუჩაში 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს! ეს 20%–ით მეტია, ვიდრე 2014 წელს. ამ ადამიანების ნაწილს ყოველდღიურად შეხვდებით ქუჩებში, მეტროსადგურებთან, მიტოვებულ შენობებთან. ბევრი მათგანი ტყეებში და ავტომაისტრალებთან განმარტოებით ცხოვრობს.
– მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ასეთებად არ იბადებიან. ყოველი უსახლკარო ადამიანის უკან სხვადასხვა მოვლენის და სიტუაციის წყებაა, რამაც ისინი ქუჩაში ცხოვრებამდე მიიყვანა.
რატომ ხდებიან უსახლკაროები?
– არის რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც ადამიანები უსახლკაროები ხდებიან. ეს არის ოჯახური კონფლიქტები, ყოფილი პატიმრებისთვის სოციალური მხარდაჭერის არარსებობა, ახალ ქალაქში ადაპტაციის უნარის არქონა, ან ფსიქოლოგიური აშლილობები.
სამწუხაროდ, ხშირად შვილები მოხუცებულ მშობლებს სახლიდან აგდებენ, ცოლები ქმრებთან თანაცხოვრებას ვერ ეგუებიან, არასრულწლოვნები სახლიდან დამოუკიდებელი ცხოვრების გემოს გასაგებად გარბიან. ბევრი მათგანი, კი თავიანთ პრობლემებს ვერ უმკლავდება და ქუჩაში რჩება.
– არანაკლებად გავრცელებული პრობლემა – ბინის აფერისტები არიან. ყველაზე ხშირად მათ სამიზნეს მოხუცებულები ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები წარმოადგენენ.
რამდენად ხშირად იგებთ ასეთ ისტორიებს?
– ასეთი რამეები საკმაოდ ხშირად ხდება. ახლახან უსახლკარო პირების გადარჩენის ჩვენი სამსახურის წარმომადგენლებმა იპოვეს მამაკაცი, რომელიც უკვე 5 წელია ქუჩაში ცხოვრობს. აღმოჩნდა, რომ პეტრე (ასე ჰქვია ამ მამაკაცს), მარტოხელაა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა – მას მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს. ერთხელ მასთან სახლში მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც რაღაც დოკუმენტებზე ხელის მოწერა სთხოვეს. ამის მერე მის ბინაში საკეტები შეცვალეს და ახალი მობინადრეები შეასახლეს. ამგვარად, ის უკვე 5 წელია ქუჩის ცხოვრებას ეწევა, მაგრამ ძალიან საინტერესო ნახატებს ხატავს. ჩვენ ვცდილობთ, დახმარება გავუწიოთ, მაგრამ იმ ცხოვრების წესის გამო, რომელსაც მისდევს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა, დაკარგა დოკუმენტები და რესოციალიზაციისთვის გრძელი გზა აქვს გასავლელი.
– როგორ ფიქრობთ, უსახლკარო პირების მიმართ ცუდი დამოკიდებულება რასთან არის დაკავშირებული?
– ჩვენს ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ადამიანი თავად არის დამნაშავე თავის პრობლემებში, ხოლო მისი გადარჩენა ეს მისი კერძო საქმეა. პირველ რიგში, დიდ როლს თამაშობს ამ ადამიანების გარეგნული იერ-სახე. რა თქმა უნდა, ბევრს არ სურს ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც მოუვლელად აცვია და არასასიამოვნო სუნი აქვს. ასევე, ხშირად ადამიანებს ერევათ უსახლკაროები მოწყალების მთხოვნელებთან, რომლებიც ხშირად ცდილობენ მათ მოტყუებით გამოსძალონ ფული. ბევრი ვერც ხვდება, რომ ეს ორი სხვა და სხვა კატეგორიის ადამიანები არიან.
– როგორც წესი, უსახლკარო ადამიანი ძალიან თავმდაბალია და ყურადღების მიპყრობას არ ცდილობს. ის მადლიერებით მიიღებს თქვენგან საკვებს და ნებისმიერ ფულად დახმარებას.
ამჟამად ბევრი ადამიანი შემოწირულებების მიღებით მანიპულირებს. როგორ გავარჩიოთ ნამდვილი უსახლკარო თაღლითისგან?
– პირველ რიგში, ნამდვილი უსახლკარო ადამიანი ყოველთვის მადლიერი იქნება არაფულადი დახმარების მიღებისთვისაც, იქნება ეს საკვები თუ ტანსაცმელი. თაღლითს კი, მხოლოდ ფული სჭირდება. ამას გარდა, უსახლკაროებს არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ხოლო აფერისტები სპეციალურად დაიწყებენ ხმამაღალ საუბარს და ტირილს. ძირითადად, ისინი ხალხმრავალ ადგილებს იკავებენ და ყალბ ცნობებს იყენებენ, მაშინ როცა ნამდვილ უსახლკაროებს ხშირად საერთოდაც არა აქვთ არანაირი საბუთი.
– როგორ ირჩენენ თავს უსახლკაროები, თუკი მოწყალებას არ ითხოვენ?
– ბევრი მათგანი თავს ნარჩენების შეგროვებით ირჩენს. გაჭირვებული მოქალაქეები კიევში ყოველდღიურად 400 ტონამდე ნაგავს აგროვებენ. ისინი ქალაქს ბოთლებისგან, პარკებისგან და სხვა სახის ნაგავისგან ასუფთავებენ. ეს დიდი შენატანია ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებაში, რასაც ადამიანები უბრალოდ ვერც ამჩნევენ.
საბედნიეროდ, კიევში ჩვენი საქველმოქმედო ფონდი არსებობს. 17 წლის წინ ეს ფონდი ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დააფუძნა და მის დაფინანსებას ახლაც აგრძელებს, რისი წყალობითაც ათასობით ადამიანის სიცოცხლეა უკვე გადარჩენილი!
ფონდი შეჭირვებულ ადამიანებს ეხმარება და ყოველდღიურად 2500-ზე მეტ ულუფა საკვებს გასცემს! ბევრმა დედაქალაქელმა უსახლკარომ იცის, რომ ყოველთვის შეუძლია მოვიდეს, უფასოდ იკვებოს და ტანსაცმელი მიიღოს. ცნობისთვის, ჩვენს ფონდში, უკრაინაში ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი ბანკია! ამას გარდა, დღის ცენტრ „სტეფანია“-ში უსახლკაროებს შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, გაირეცხონ და მოიწესრიგონ ტანსაცმელი, იბანაონ, ეწვიონ ბიბლიოთეკას ან კომპიუტერულ კლასს, აღიდგინონ დოკუმენტები და სამუშაოც კი იპოვონ!
თუკი უსახლკაროს არა აქვს საშუალება დღის ცენტრს ესტუმროს, მას შეუძლია „სოციალური პატრულის“ განთავსების 32 პუნქტიდან ნებისმიერთან მივიდეს. იქ ყოველდღიურად, დასვენების დღეების გარეშე, გასცემენ საკვებს და ტანსაცმელს, ასევე, საჭიროებისამებრ კონსულტირებას ახდენენ.
– როგორ შეიძლება უსახლკარო ნორმალურ ცხოვრებაში დააბრუნო?
– იმ ადამიანის რესოციალიზაცია, რომელიც დიდი ხანია ქუჩაში ცხოვრობს, ძალიან რთულია. მათ ეცვლებათ ფსიქოლოგია, ჩვენები, უბრალოდ ეჩვევიან ასეთ ცხოვრებას და ფიქრობენ, რომ უკეთესს არ იმსახურებენ.
სუსტი ნებისყოფის და დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები პოტენციური უსახლკაროები არიან. ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი გზაა უსახლკაროს დასახმარებლად – იყო კეთილი მათ მიმართ. ბევრი მათგანი სირცხვილის გრძნობის და სოციუმის ნეგატიური რეაქციის შიშის გამო ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მხარდაჭერას, კარგ სამსახურს და მათ მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას უბრალოდ არ იმსახურებენ.
მერწმუნეთ, ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც უბედურება გადახდა, მორალური მხარდაჭერა რომ მიიღოს, უსახლკაროების პრობლემა დღის წესრიგში ასე მკვეთრად არ დადგებოდა!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები