მოლაპარაკების შემდეგ სობისელები საკუთარი მოსავლის აღებას ოკუპანტების მეთვალყურეობის ქვეშ იწყებენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში ერთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჩილინდრიშვილები ქერის დარჩენილ მოსავალს იღებენ.
შეთანხმების საფუძველზე ჩილინდრიშვილებმა 5 საათის შემდეგ დაიწყეს მოსავლის აღება.
“ჯერჯერობით მშვიდობიანად მინდინარეობს მოსავლის აღება, არანაირი პრობლემა არ არის. ვიღებთ მოსავალს მშვიდ ვითარებაში“, -ამბობს შალვა ჩილინდრიშვილი.
მოსავლის აღების პროცესს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილიც ესწრება.
„მოსავალს იღებენ ადგილობრივები მშვიდ ვითრებაში, საოკუპაციო ხაზის იქით თვალყურს ადევნებენ რუსი სამხედროებიც, მაგრამ ეს არ ქმნის არანაირ პორბლემას და არაფერში არ ერევიან. მთავრია, მოლაპარაკება შედეგიანი გამოდგა და ამ ადამიანებს ექნებათ საშუალება, კუთვნილი მოსავალი თავადვე აიღონ“, – თქვა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შალვა ჩილინდრიშვილს აპრილის თვეში რუსმა სამხედროებმა კუთვნილი ნაკვეთი შუაზე გაუყვეს და ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიაკუთვნეს. გუშინ ჩილინდრიშვილი თავის ტერიტორიაზე მიღებული მოსავლის აღებას ცდილობდა, თუმცა ოკუპირებული მხრიდან გადმოსულმა სამხედროებმა ხელი შეუშალეს. ქართული მხარის მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად სობისელები საუკუთარ მოსავალს იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები