პრემიერი: აშენდება გზა ქუთაისიდან მულახის მიმართულებით და უშგულზე გადამავალი ზაფხულის გზა

აშენდება გზა ქუთაისიდან მულახის მიმართულებით, გვირაბების გავლით და უშგულზე გადამავალი ზაფხულის გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მესტიის მოსახლეობასთან შეხევდრისას განაცხადა, რომელსაც სვანეთის გაერთიანებული ოლქების კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ყველაფერი აბსოლუტური რეალობაა და ამისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ინტენსიური მუშაობა და რეალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ასევე, გარემონტდება ჯვარი-მესტიის გზა, რაც აუცილებელია, რათა შავი ზღვისპირეთიდან ამომავალმა ტურისტმა კომფორტული გზით ისარგებლოს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სვანეთში, თითოეულ ოჯახში ამოვიდეს კეთილდღეობა, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის ნაბიჯები, რომლებსაც ვახორციელებთ. დამატებით შეღავათია მთის კანონი, რომელზეც ბევრი იშრომეს ამ კუთხის შვილებმა, რომლებიც მთის კომისიის მუშაობაში ძალიან აქტიურად საქმიანობდნენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები