ირაკლი აბესაძე: ჩვენ ვიწყებთ თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დედაქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოდის.
აბესაძე მერს უპასუხისმგებლოს უწოდებს და თვლის, რომ ერთადერთი გამოსავალი ნარმანიას გადადგომაა.
“თბილისის მერი აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო თანამდებობის პირი, რომელსაც არაფერზე არ სურს პასუხისმგებლობის აღება. ადამიანი, რომელიც საერთოდ ვერ ამჩნევს იმ პრობლემებს, რომელიც ართულებს ცხოვრებას თბილისში. ნარმანიამ თავად უნდა მიიღოს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, რისი მოლოდინიც ნაკლებად მაქვს, ან საკრებულოში ჩვენ ვიწყებთ თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას“, – აღნიშნა აბესაძემ.
პროცედურის დასაწყებად საჭიროა 24 დეპუტატის ხელმოწერა, უნდობლობის გამოცხადებისთვის კი – 34 დეპუტატის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები