მინდია გულუა რეანიმაციაში იმყოფება

რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს მინდია გულუას, რომელსაც გუშინ ქალაქ კრასნოდარში ესროლეს, ოპერაცია ჩაუტარდა და იგი საავადმყოფოს რეანიმაციაში იმყოფება. ამის შესახებ გამოცემა yugopolis.ru იუწყება. გულუას პალატასთან დაცვა დააყენეს. ეს უსაფრთხოების მიზნით ხდება, ვინაიდან ბიზნესმენზე თავდასხმა პირველად არ მომხდარა.
შეიარაღებული თავდასხმა მინდია გულუაზე 23 აგვისტოს, კრასნოდარში, ჩეკისტების გამზირზე მოხდა. დაუდგენელმა პირმა გულუას ერთხელ ესროლა და ბიზნესმენი მუცელში დაჭრა.
გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გულუა გარდაიცვალა, თუმცა ის არ დადასტურდა. 1990-იან წლებში მინდია გულუა ყუბანის „არყის მეფედ“ ითვლებოდა. ის რეგიონში ალკოჰოლის საწარმოთა უმეტესობას ფლობდა. მინდია გულუა ასევე ოპოზიციური პარტიის, „განახლებული საქართველოსთვის“ დამფუძნებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები