შს მინისტრმა იტალიელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა იტალიელ კოლეგას ანგელინო ალფანოს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. მინისტრი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„სინანულს და მწუხარებას გამოვთქვამთ იტალიაში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრის გამო, რომელმაც 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ იტალიის მოსახლეობას, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს. გისურვებთ გამძლეობასა და მორალურ მხნეობას. ჩვენ მხარდაჭერას გიცხადებთ და მზად ვართ, ნებისმიერი სახის დახმარება გაგიწიოთ“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა მინისტრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები