გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი „პარტიზან მებაღეებს“ პასუხობს

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი პარტიზანი მებაღეების მოთხოვნებს პასუხობს.
როგორც სუხანიშვილმა თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ სამართალდამცველი ორგანოები დაადგენენ, რომ რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ის აუცილებლად გადადგება.
„ჩემი გადადგომა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე გაირკვეს. არ მოხდეს ისე, რომ ცილისწამებით, დამნაშავის სტატუსით მოხდეს ჩემი გადადგომა. თუ სამართალდამცველი ორგანოები დადებენ დასკვნას, რომ რაიმე გადაცდომას ან სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი ჩვენი სამსახურის მხრიდან, რა თქმა უნდა, აუცილებლად გადავდგები და ყველა საკითხზე ვაგებ პასუხს“, – განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიებას მასალები მისი ინიციატივით უკვე გადაეგზავნა, რადგან როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი აღნიშნავს, თავადვეა დაინტერესენული გაირკვეს სიმართლე და დადგინდეს ჰქონდა თუ არა რაიმე სახის კანონდარღვევას ყაზბეგის გამზირზე.
სულხანიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეთა ყველა მოთხოვნა მათთვის მისაღებია. კერძოდ, მოხდეს მათი სამსახურის რეორგანიზაცია, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, რისთვისაც პარლამენტში კონკრეტული რეკომენდაციები გაგზავნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები