ნოდარ ხადურმა იტალიელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, რასაც ადამიანთა მსხვერპლი და დიდი ნგრევა მოჰყვა, იტალიელ კოლეგას – იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს, პიერ კარლო პადოანის სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„შემძრა იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით მიღებულმა ინფორმაციამ. განსაკუთრებით იმის გაგებამ, რომ მიწისძვრამ იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. სამწუხაროდ, კიდევ ბევრი მათგანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ვიცი, რომ სამაშველო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, მიღებული ზიანის აღმოსაფხვრელად. ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს. ამ მძიმე წუთებში, თქვენ და იტალიელ ხალხს გისურვებთ გამძლეობასა და სიმტკიცეს,” – ნათქვამია ფინანსთა მინისტრის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები