26 აგვისტოს თბილისის მერი საკრებულოში მივა
თბილისის მერი დავით ნარმანია რიგგარეშე ანგარიშით საკრებულოს წინაშე პარასკევს, 26 აგვისტოს წარდგება. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული მოთხოვნით მან დღეს წერილით მიმართა თბილისის საკრებულოს.
თბილისის მერიაში ამ წუთებში დაინტერესებულ მხარეებთან – ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან გამწვანების რეგულაციების გამკაცრების საკითხებზე შეხვედრა მიმდინარეობს.