აჭარაში სანდრა რულოვსს შეურაცხყოფა მიაყენეს

აჭარაში ერთ-ერთ შეხვედრაზე სანდრა რულოვსს მოსახლეობამ შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი “ქალთა ორგანიზაციის” 2 წლის იუბილეზე მოხდა. იუბილეზე მისულ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს მოსახლეობამ დამნაშავე უწოდა.
სიტუაცია მალე განიმუხტა და შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა.
“12 წელი გავიდა უკვე. მერე დაიწყეს ბოდიშები. 14 დღის დამდგარი იყო გამგებლად და რომ არ უნდოდა და ნაჭამი და გაყიდული ჰქონდათ მიწები, იარაღი ჩაუდეს. მთელმა ქვეყანამ იცის ეს. ციხემ არ მიიღო, 3 თვე აყურყუტეს ისე, ნერვიულობის ნიადაგზე პარალიჩი მოუვიდა, მოწყდა კაცი და მოკვდა. ყველამ იცოდა, რომ არაფრის გამო იჯდა ციხეში. სააკაშვილი რომ არ წასულიყო, ჩემი შვილი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა. მას იარაღი ჩაუდეს”, – აცხადებენ სანდრა რულოვსთან მისული უკმაყოფილო ქალბატონები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები