იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
იტალიაში საქართველოს საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას. იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს „ცხელი ხაზის“ ნომერზე: +39 333 887 91 23.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს „ცხელი ხაზი“: (+995 32) 294 50 50 – სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 – 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში.
იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ პერუჯას მახლობლად მომხდარ ძლიერ მიწისძვრას (ეპიცენტრით ქალაქები: ასკოლი, ამატრიჩე, აკუმოლი, რიეტი) ამ დროის მონაცემებით ემსხვერპლა 6, ხოლო დაშავდა 100-მდე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები