„კომსომოლსკაია პრავდას“ ინფორმაციით, მინდია გულუა გადარჩა
რუსული გამოცემა “კომსომოლსკაია პრავდას” ინფორმაციით, კრასნოდარში მომხდარი თავდასხმის შედეგად რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, მინდია გულუა გადარჩა და მას საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, გულუას სიახლოვეს სხვა კრასნოდარელი ბიზნესმენი ჩაცხრილეს. ამის შემდეგ მკვლელმა მანქანას ცეცხლი მოუკიდა. მანქანაში არსებული ვაზნების დეტონაცია მოხდა, რის შედეგად გულუა მუცლის არეში დაიჭრა. ამჟამად სხვა დეტალები დგინდება.