ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია GDS-ი დატოვა – მეც კმაყოფილი ვარ და არც „ჯი-დი-ესის“ დირექციაა უკმაყოფილო

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030“-ის პროდიუსერმა, ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია დატოვა.
როგორც „კვირას“ თავად გადაცემის ყოფილმა პროდიუსერმა განუცხადა, ასეთი ტიპის ტელევიზიაში მუშაობა მისთვის საინტერესო არაა. ამასთან, მაღლაფერიძე ამბობს, რომ ტელეკომპანიის დატოვების მიზეზი პროფესიულ კონფლიქტსაც უკავშირდება.
„ასეთი ტიპის ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის არ არის საინტერესო. უფრო სხვაგვარი ტელევიზია მაინტერესებს, მაგრამ ჩემს ფუნქციაში და უფლებამოსილებაში მხოლოდ აზრის გამოთქმა შედიოდა და ტელევიზიის მომავალზე გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი.
კონტრაქტიც სრულდება და ჩვენ ცივილიზებულად დავშორდით ერთმანეთს. მეც კმაყოფილი ვარ, რომ წამოვედი და, როგორც ჩანს, არც „ჯი-დი-ესის” დირექციაა უკმაყოფილო. პიროვნული კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ პროფესიული დავა და პროფესიული კონფლიქტი, რასაკვირველია, იყო“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები