ლეონიდ ჩერნოვეცკის ფეისბუქის გვერდის გამომწერების რაოდენობამ 300 ათას ადამიანს გადააჭარბა

ლეონიდ ჩერნოვეცკის ოფიციალური ფეისბუქგვერდის გამომწერების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ჩერნოვეცკის 300 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და ეს რიცხვი სხვა ქართველი პოლიტოსების გვერდების გამომწერების რაოდენობას აღემატება.
დღეისათვის შეგვიძლია ლეონიდ ჩერნოვეცკის მუდმივი აუდიტორიის რიცხვი აჭარის მოსახლეობის რაოდენობას შევადაროთ, რომელიც, არსებული მონაცემებით, 2016 წელს 337 ათას ადამიანს შეადგენს.
ამგვარად, ლეონიდ ჩერნოვეცკი სულ უფრო მეტი თანამოქალაქის გულს იპყრობს და ქართველ პოლიტიკოსებს შორის თავის მოწინავე პოზიციებს ამყარებს.
შედარებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდს 271 ათასი გამომწერი ჰყავს, კახა კალაძის გვერდს – 245,7 ათასი, ხოლო გიორგი მარგველაშვილს – 223,1 ათასი გამომწერი.
კომპანია SocMedia Laboratory-ს განცხადებით, რომელმაც კვლევა ჩაატარა, აგვისტოში ლეონიდ ჩერნოვეცკის ფეისბუქგვერდი „უპრეცედენტო ლიდერია ყველა სხვა ქართველი პოლიტიკოსების გვერდებს შორის გამომწერების საერთო რაოდენობით.“
ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, თავისი პერსონალური გვერდი, საქართველოში ყველაზე პოპულარულ ვებპლატფორმაზე 2014 წელს შექმნა. მისი გვერდის მეგაპოპულარობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ სერვისის მეშვეობით ის საქართველოში ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესახებ იდეებს მუდმივად და აქტიურად სწევს წინ, ლობირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებს ქართული საზოგადოებისთვის და ასევე გამომწერებს თავის უნიკალურ გამოცდილებას და ოჯახის ექსკლუზიურ ფოტოებს უზიარებს.
ცნობისთვის, ქართველი პოლიტიკოსების ოფიციალური ფეისბუქგვერდების მონაცემები (გამომწერების საერთო რაოდენობა, მათი მატება, გამომწერების რაოდენობა საქართველოდან, პოსტების რაოდენობა დღიურად და აუდიტორიის ჩართულობა) კომპანია SocMedia Laboratory-ის მიერ შეგროვებული და გაანალიზებული იყო 2016 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სოციალური ქსელების მეშვეობით პოლიტიკოსების კომუნიკაციის ეფექტურობის კვლევა. ამ დროისთვის, ამ კვლევების ისტორიის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არცერთი ფაქტი, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის ფეისბუქგვერდის რეიტინგს უარყოფითი დინამიკა ჰქონოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები