ლევან იზორია დაკარგულ სპეცრაზმელებზე: გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები

გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გონიოში დაკარგულ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მინისტრი აცხადებს, იგი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საქმეზე ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა გამოიკვეთოს.
„სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, თურქულმა მხარემ ითხოვა მინიმუმ სამი დღე ამ ოპერაციებისთვის შესაძლოა, ეს კიდევ გაგრძელდეს დაახლოებით ერთი კვირა. ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები, თუმცა ბუნებრივია, ამ დეტალებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იყოს, არამედ – უფრო ფართო წრის. ყველაფერია დასაშვები, გარემოებები გვაძლევს ამის საფუძველს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები