„ვაშინგტონ პოსტი“ სუს-ის მიერ ტერაქტის აღკვეთაზე სტატიას აქვეყნებს

საქართველოში გაზსადენზე ტერაქტის მომზადების საქმეზე ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში წერია, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა შვიდი პირი დააკავა, რომლებიც გაზსადენზე ტერაქტს ამზადებდნენ.
„რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ხდება. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ექვსი პირი უშუალოდ ტერაქტს ამზადებდა. ხოლო კიდევ ერთი – პოლიციის თანამშრომელი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული“, – აღნიშნულია სტატიაში.
უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით „ვაშინგტონ პოსტი“ ასევე წერს, რომ სამართალდამცველებმა სამალავი აღმოაჩინა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები