„30 ათასდოლარიანი პორტრეტი, რომელიც პირადად სააკაშვილის დაკვეთით არის შესრულებული“, – რას წერს გოლუბოვის პირადი კონსულტანტი

ოდესის საკრებულოს წევრი და უკრაინის რადის დეპუტატის, დიმიტრი გოლუბოვის პირადი კონსულტანტი, დიმიტრი პალპატინი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოს ავრცელებს.
მის ინფორმაციით, პორტრეტის ღირებულება, რომელიც შესრულებულია პირადად სააკაშვილის დაკვეთით, 30 ათას დოლარს შეადგენს.
“ეს-ესაა, მოვაღწიე კომპიუტერთან, მაპატიეთ, რომ მაშინვე ვერ დავწერე. ვიდრე პავლენსკი ოდესის ჰაბში მაყურებლის წინაშე თავს იწონებდა, დატრიალებული განუკითხაობის გამო, კიდევ ერთმა, არცთუ ისე უმნიშვნელო ამბავმა გვერდით ჩაგვიარა. ქალაქში სტუმრად მყოფი “დიადი ოდესელი” როიტბურდი ერთ ყლუპ ჩაიზე დახურდავდა: აღმოჩნდა, რომ ბადრი მთვარესავით გუბერნატორის პორტრეტი მისი შემოქმედებაა. პრინციპში, ამას არც უნდოდა დიდი მტკიცება. მე არ მივეკუთვნები როიტბურდის ფანატებს, თუმცა, ავტორის სხვა ნამუშევრებთან “პორტრეტული მსგავსება”, ჩემი აზრით, სახეზეა. თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარია – ფასი! 30 000 დოლარი.
პორტრეტი შესრულებულია პირადად სააკაშვილის დაკვეთით. ხელოვნებათმცოდნეებს ვთავაზობ, ექსპერტიზა ჩაუტარონ ხელოვნების ამ ნიმუშს. ასევე მოუთმენლად ველით თავად როიტბურდის კომენტარებს. მესმის, რომ იგი მაღალანაზღაურებადი უკრაინელი მხატვარია. მაგრამ უცნაურია, რომ მან ასე მარტივად, ქეშისთვის მისცა კერძო კოლექციონერს ეს შედევრი, და, ჩვეულებისამებრ, სოტბის აუქციონზე არ გაიტანა ეს ნახატი. უპრიანი იქნებოდა ეს ეპოქალური ტილო აუქციონით გაყიდულიყო: ოფიციალური გადახდით, ჩეკით და მყიდველის შემოსავლების კანონიერების დადასტურებით”, – წერს დიმიტრი პალპატინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები