„სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ქვეყანაში ყველა ის სიკეთე, რასაც ჰქვია თავისუფლება და ადამიანების გვერდში დგომა“

სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ქვეყანაში ყველა ის სიკეთე, რასაც ჰქვია თავისუფლება და ადამიანების გვერდში დგომა, -ამის შესახებ ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ ადიგენში განაცხადა.
კოპაძემ მხარდაჭერისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
„მე, ჩემი მხრივ, მინდა ვთქვა, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ვიქნები თქვენი ელჩი, თქვენი ყველა ნების მიმტანი და გადამცემი ჩვენი ხელმძღვანელობისა და მთავრობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მოგიწოდებთ ყველას, რომ 8 ოქტომბერს მობრძანდეთ, მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა გიორგი კოპაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები