ტერაქტის საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს ოპერაცია უტარდება

ტერაქტის საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულ ბექა ბექაურს ოპერაცია უტარდება. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს ბექაურის ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა მიაწოდა.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავის ქალა აქვს გატეხილი.
„ახლა მოვდივარ საავადმყოფოდან და წუთი-წუთზე დაიწყება ოპერაცია. მას თავის ქალა აქვს გატეხილი”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. “მან ყველაფერი აღიარა, რასაც გამოძიება ედავებოდა“, – განაცხადა ჭრელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები