გუბაზ სანიკიძე: ჩვენ მეტი ყურადღება გვჭირდება უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით

ჩვენ მეტი ყურადღება გვჭირდება უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ საქართველოში ტერაქტის აღკვეთის თემის კომენტირებისას განუცხადა.
სანიკიძემ პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„შეიძლება, ვარიანტი ბევრი გვქონდეს, ბევრი ვიგულისხმოთ, თუმცა ფაქტი ერთია – ჩვენ მეტი ყურადღება გვჭირდება უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით, სერიოზული მიმართულებებია განსავითარებელი, უფრო ენერგიულად უნდა მუშაობდეს ქართული დიპლომატია, უფრო დინამიკურად უნდა მუშაობდნენ ქართული სპეცსამსახურები. აუცილებელია სპეცსამსახურების ურთიერთობები ჩვენი მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებთან. სამწუხაროდ, პროგნოზები მაინცდამაინც დამაიმედებელი არ არის რეგიონში განვითარებულ ვითარებასთან მიმართებაში, ამიტომ ჩვენი მეტი ყურადღება დაგვჭირდება, რომ პრევენციული ზომები მივიღოთ“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები