გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებულნი ვართ, რომ მაჟორიტარების გუნდი სწორად დავაკომპლექტეთ

უამრავი სპეკულაციის მიუხედავად, რომელსაც ვისმენთ, დარწმუნებულნი ვართ, რომ მაჟორიტარების გუნდი სწორად დავაკომპლექტეთ, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ბოლნისში, დმანისსა და მარნეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, წარმოდგენილი გუნდი შეძლებს, კვალიფიციურად გაართვას თავი ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების დაცვას საქართველოს პარლამენტში.
“მათ აქვთ ამის გამოცდილება. ეს არის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალიზმის ნიშნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები