გიორგი ვოლსკი: ძალიან ბნელით მოცული ურთიერთობაა გერმანიის საელჩოსა და ხაზარაძეს შორის

,,როგორც ადრე არაერთხელ განვაცხადეთ, ძალიან ბნელით მოცული ურთიერთობაა გერმანიის საელჩოსა და ხაზარაძეს შორის”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არასწორია რომ ერთ-ერთი ქვეყნის საელჩო ქირაობს ფართს პოლიტიკური ლიდერისგან და პოლიტიკურად მასვე უჭერს მხარს.

„ძალიან ბნელით მოცული ურთიერთობაა გერმანიის საელჩოსა და ხაზარაძეს შორის. პოლიტიკური ასპექტი რომ ავიღოთ მხოლოდ, არანორმალურია, არასწორია რომ ერთ-ერთი ქვეყნის საელჩო ქირაობს ფართს პოლიტიკური ლიდერისგან და პოლიტიკურად მასვე უჭერს მხარს.

ფაქტია, რომ გადასახადი, რომელიც სავარაუდოდ ხაზარაძეების ოჯახს შემოუვიდა, არ არის არსად დარეგისტრირებული. არც ხელშეკრულება ვიცით და ამასთანავე, არც რაიმე ერთი თეთრი გადახდილა სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის ფაქტი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები