,,როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და გარკვეულ რეაგირებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ცნობილ ესპანურ მედიაგამოცემა El MUNDO-სთან ინტერვიუში აღნიშნავს.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რაც საფრთხის წინაშე აყენებდა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რაც საფრთხის წინაშე აყენებდა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და რუსეთთან ახალი კონფლიქტის დაწყების რისკს აჩენდა. ჩვენ ზედმიწევნით გავაანალიზეთ, თუ რა ძალები იდგნენ ამ კამპანიების უკან, როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და გარკვეულ რეაგირებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამგვარ პირობებში, ცხადია, ძლიერდება ჩვენი პასუხისმგებლობა – ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა El MUNDO-სთან ინტერვიუში.