საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდად ვწუხვართ რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო. მას რუმინეთისა და საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. გულითადად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და აგრეთვე რუმინეთის ხალხსა და მთავრობას“, – წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, იონ ილიესკუ 905 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ის იყო რუმინეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც თავისუფალი და საყოველთაო არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის ქვეყანას ორჯერ: 1990 – 1996 და 2000 – 2004 წლებში მართავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები