ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას უცხოური მხარდაჭერით უნდა, რომ აქ შეიქმნას თითქოს რაღაცა კოალიციური მთავრობა

„უკიდურესი რადიკალიზმი, რომელსაც საქართველოში ასულდგმულებენ და რომლის მსხვერპლიც უამრავი ადამიანი გახდა, ახლა საკუთარი თავის ჭამას იწყებს,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ გააჩნია არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ეს უკიდურესი რადიკალიზმი, რომელსაც ნერგავენ და ასულდგმულებენ საქართველოში და რომლის მსხვერპლიც უამრავი ადამიანი გახდა, ახლა საკუთარი თავის ჭამას იწყებს. ამის გამოვლინება იყო გუშინ, როდესაც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ოპოზიციის მეორე წარმომადგენელს მიაყენა შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ამ ოპოზიციას არ გააჩნია არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი.

ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე იყო სულ ბლეფი. მათ. უცხოური მხარდაჭერით. უნდათ, რომ აქ უნდა შეიქმნას თითქოს რაღაცა კოალიციური მთავრობა, რომელიც იქნება ყველაფრის პანაცეა. როგორ შეიძლება კოალიციური მთავრობა ყველაფრის პანაცეა იყოს?! თვითონ რაღაც ახალ სიტყვას შემოიტანენ და რაღაცა პერიოდი ხალხი ამით უნდათ დაარწმუნონ, რომ ეს არის პანაცეა. არაფერი პანაცეა ეს არ არის. რა არის დასავლეთიდან დასმული კოალიციური მთავრობის შინაარსი, გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა რუსთაველზე,” – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსთაველის გამზირზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები